ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც თეირანს ადანაშაულებს ატომური იარაღის შეჩერებაზე უარის თქმისთვის და მოუწოდა ირანის ხელისუფლებას, დაუშვას ატომურ ობიექტებზე აესს-ს დამკვირვებლები.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 31-მა ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა და ჩინეთმაც. წინააღმდეგი მხოლოდ კუბა გამოვიდა, ეგვიპტემ და ტუნისმა კი თავი შეიკავეს.
„ირანის პრობლემას რეზოლუცია ვერ უშველის. ეს მხოლოდ გაართულებს სიტუაციას და თანამშრომლობას დაძაბავს, რომელიც შემდგომო კვლევების გასაგრძელებლად აუცილებელია“,-განაცხადა რეზოლუციის მიღებსი შემდეგ ირანის წარმომადგენელმა ალი ასღარ სოლთანიემ.