თბილისის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დღეს იხსნება

თბილისის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დღეს იხსნება

თბილისის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დღეს იხსნება.   ისევე, როგორც გასულ წლებში, წელსაც ქართულ და საერთაშორისო დასებს თბილისის სხვადასხვა თეატრი უმასპინძლებს.

სპექტაკლებს საქართველოში არსებული თითქმის ყველა თეატრალური დასი 16-19 სექტემბერს წარმოადგენს.

რაც შეეხება საერთაშორისო პროგრამას, ის  20-30 სექტემბერსაა დაგეგმილი. თბილისში უცხოეთიდან 12-მდე თეატრალურ  დასს ელიან.  მათ შორის იქნებიან, რუსული,ბრიტანული, იაპონური, ჩინური, ფრანგული, ლიტვური, მოლდოვური და სხვა თეატრები.

16 -19სექტემბერს წარმოდგენილი იქნება სპექტალები რუსთაველის, მარჯანიშვილის, გრიბოედოვის, ახმეტელის, სამეფო უბნისა და თუმანიშვილის თეატრში. ასევე მუსიკისა და დრამის თეატრში, ილიაუნის თეატრში, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში და საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრში.

1- 4 ოქტომბერს თემურ ჩხეიძე  ახალგაზრდა რეჟისორთათვის ვორქშოფს გამართავს.

თეატრალური ფესტივალი 2009 წელს ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნდა და ყოველწლიურად ტარდება. ფესტივალის მიზანია, ქართული თეატრისა და კულტურის, თბილისისა და საქართველოს პოპულარიზაცია  მსოფლიო კულტურულ და ინტელექტუალურ წრეებში.