"ჩემზე ამბობენ, გამოდის და ამბობს მასწავლებლებს დაიჭერსო, სიები აქვს შედგენილი დასანგრევი ობიექტებისო, მერე პოლიციელებს, ახლა ჯარს მიადგაო. რომელი დამჭერი მე ვარ ხალხო“, - ამის შესახებ, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა მარნეულში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია პირველ ოქტომბერს საზოგადოებამ სწორი არჩევანი გააკეთოს.
„ის 400 სკოლა, პრეზიდენტი, რომ ყელყელაობდა ორი წლის განმავლობაში, რომ ვითომ გაარემონტა, ჩემი გაკეთებული იყო. 40 ახალი სკოლა და ბაგა- ბაღი ამიშენებია. აბა, რამდენი აუშენებია ხელისუფლებას, გაუკეთებია რაიმე სკოლა და აუშენებია? გამოდიან და ახალ ტუილებს ამბობენ, პროგრამა შემოაქვთ, მაგრამ როგორ აპირებენ ამ ყველაფრის განხორციელებას? გამოიტანონ და გვაჩვენენო 2013 წლის ბიჯეტი, სად აქვთ ეს თანხა? გინახავთ რაიმე ხელისუფლების აშენებული? მე კიდევ ერთხელ, ბოდიშს მოვიხდი, რომ ამით ვტრაბახობ, მაგრამ სატრაბახოდ არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ იმისთვის, რომ არ შეგვეშალოს ხალხნო და სწორი არჩევანი გავაკეთოთ. ჩვენ უნდა მოვიშოროთ მოძალადე ხელისუფლება, ამას მხოლოდ ამიტომ ვკადრულობ. იმისათვის, რომ ჩვენ, ჩვენი ღირსება დავიბრუნოთ, ჩვენ უდიდესი კულტურის მქონე ხალხს რამდენიმე წელიწადში შეგვიძლია ევროპელების და თანამედროვე ქვეყნების რიგში ჩავდგეთ, თუ პირველ ოქტომბერს სწორ არჩევანს გავაკეთებთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.