„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მედიამონიტორინგის ანგარიშის შედეგებს გამოაქვეყნებს

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მედიამონიტორინგის ანგარიშის შედეგებს გამოაქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დღეს საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის ბოლო ორი პერიოდული ანგარიშის შედეგებს გამოაქვეყნებს. პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება.

ანგარიშების პრეზენტაციაზე, ჟურნალისტების გარდა, აღნიშნული თემით დაინტერესებული ორგანიზაციები და იმ ექვსი ტელეკომპანიის წარმომადგენლები არიან მიწვეულები, რომელთაც მედიამონიტორინგი ეხება.

ანგარიშებში საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მხრივ მედიამონიტორინგის 30 ივლისი - 26 აგვისტოს შედეგებია ასახული.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ წინასაარჩევნო პერიოდში საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის პროექტს ახორციელებს. ორგანიზაციის მონიტორები საზოგადოებრივი მაუწყებელზე, „იმედზე“, „რუსთავი 2“-ზე, „კავკასიაზე“, „მაესტროსა“ და „მე-9 არხზე“ გასულ ფარულ პოლიტიკურ, სოციალურ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს აკვირდებიან.

მედიამონიტორინგის მიზანი, მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის გაშუქების ტენდენციებისას გამოვლენა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშვებაა.