თეთნულდზე სათხილამურო კურორტის მშენებლობა 2013-14 წლებში დასრულდება”, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მესტიის განახლებული მუზუმის გახსნისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხზე მე პირადად ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ კურორტის მშენებლობის შესახებ ფრანგულ მხარესთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა.
სააკაშვილმა უშგულის და თეთნულდის მიმართულებით გზის მშენებლობის აუცილებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მესტიიდან უშგულამდე მგზავრობას მხოლოდ ნახევარი საათი უნდა სჭირდებოდეს.
მისივე განმარტებით, თეთნულდის გარდა, უახლოეს მომავალში კურორტები ეწერსა და უშგულშიც გაკეთდება.
„თქვენ ნახეთ, თუ როგორი სასტუმროები შენდება აქ. ეს არის მხოლოდ დასაწყისის დასაწყისი. სადაც არის ზამთრის ტურიზმი, იქ არ შეიძლება სიღერიბე იყოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, სვანეთის მკვიდრებს მიწები დღემდე დაკანონებული არ აქვთ, ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით კი, მისი განკარგულებით, შეიქმნა კომისია, რომელიც ადგილობრივებისთვის საკუთრების დაკანონებაზე იმუშავებს.