ბენღაზში ამერიკის ელჩის ქრისტოფერ სტივენსის მკვლელობასთან დაკავშირებით, ლიბიის ხელისუფლებამ რამდენიმე ეჭვმიტანილი უკვე დააკავა.
ხელისუფლება დაკავებულთა ვინაობას არ ახმაურებს. შს მინისტრის მოადგილის ვანის შარიფის განცხადებით, ეჭვმიტანილები გუშინ საღამოს საკუთარ სახლებში აიყვანეს.
ლიბიის ახალმა პრემიერმა მუსტაფა აბუ შაკურმა კი სააგენტო BBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიუხედავად მუსულმანების შეურაცხმყოფელი ფილმისა, ეს ძალადობას არ მართლებს.
„ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ამერიკის მთავრობას ამ ფილმთან არანაირი კავშირი არ აქვს“,-განაცხადა შაკურმა.