„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელის ეკა გიგაურის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი ძირითადად წინასაარჩევნო გარემოს, მათ შორის მედიის პრობლემებს შეეხო. ამის შესახებ მან დღეს ელჩებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს "მასთ ქერის" პრინციპის არჩევნების შემდგომ პერიოდში გაგრძელებასთან დაკავშირებით პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ“, - განაცხადა გიგაურმა.
საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილის განცხადებით კი, შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე წინასაარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის გამოყენებას. მისი თქმით, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჰომოფობიური და ქსენოფობიური გამონათქვამები ისმის.
„საიამ ელჩებს წინასაარჩევნო დაუბალანსებელ გარემოზეც მიაწოდა ინფორმაცია. ვისაუბრეთ იმაზე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს შორის ბალანსი დაუცველია", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ნატოს ელჩებთან შეხვედრაში 11 არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა.