ლოპოტაში ჩატარებულ სპეც-ოპერაციაზე ცნობილი სამხედრო ჟურნალისტი ანდრეი ბაბიცკი მეცხრე არხთან ექსკლუზიური ინტერვიუში საუბრობს და აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებული ახმედ ჩატაევი ხელისუფლებამ მოლაპარაკებებში მას შემდეგ ჩართო,რაც დაჯგუფებასთან შეთანხმება ვერ შედგა.
„ოფიციალური თბილისი დაჰგუფებას სთხოვდა, არჩევნების ჩატარებამდე დაღესტანში არ გადასულიყო. ამ თემაზე შეუთანხმებლობას კი სპეცოპერაცია მოჰყვა“,-აცხადებს „ეხო კავკასზის“ ჟურნალისტი ჩეხეთში.
ჟურნალისტი იმ ვერსიაზეც საუბრობს, რაზეც „კავკაზცენტრი“ წერდა, რომ ეს ჯგუფი საქართველში შეკრიბეს.
„ახმედ ჩატაევს ვერანაირად ვერ ექნებოდა კონტაქტი იმ დაჯგუფებასთან, რომელიც არ არის კავკასიის ემირატების შემადგენლობაში, ისევე როგორც აჰმედ უმაროვს, რომელიც დოკუ უმაროვის უფროსი ძმაა. თავად „კავკაზცენტრი“ წერს, რომ ეს ჯგუფი საქართველოში შეკრიბეს და დაღესტანში მიდიოდა. ამ ვერსიას ეჭვის ქვეშ უკვე აღარავინ აყენებს. საქართველოს ხელისუფლებამაც დაივიწყა თავისი პირვანდელი ვერისა, თითქოს ეს ჯგუფი დაღესტანში შეკრიბეს და საქართველში გადმოვიდა“,-აცხადებს ბაბიცკი.
„ეხო კავკაზის“ ჟურნალისტს საეჭვოდ ეჩვენება ის ფაქტიც, რომ ეფექტური ქართული პოლიციის, კონტრდაზვერვის პირობებეში , შეიარაღებულმა ჯგუფმა საქართველოში შემოღწევა შესძლო.
„იმის წარმოდგენა, რომ დღევანდელ საქართველში, სადაც ძალიან ეფექტურია პოლიცია, კონტრდაზვერვადა სხვა ძალოვანი უწყება, ამ პირების შეკრება და შემდეგ ქვეყანაში ჩასვლა, იარაღის შესყიდვა რომ შეუმჩნეველი დარჩათ, რა თქმა უნდა ბევრერ კითხვას აჩენს,-აცხადებს ანდრე ბაბიცკი და აღნიშნავს, რომ ბაბიცკი აცხადებს, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ხეობაში, ხელისუფლებას საინფორმაციო ვაკუუმი არ უნდა შეექმნა.