საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და „მემო 98“ დღეს, წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგებს წარადგენენ.
შედეგები პირველიდან 15 ივლისის ჩათვლით და 23 ივლისიდან 5 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.
დაკვირვება 11 ტელევიზიის საუკეთესო საეთერო დროზე მიმდინარეობდა.
მედიამონიტორინგი ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება.