საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს ტელეკომპანია „კავკასიამ“ თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელეკომპანია „კავკასიის“ მაუწყებლობის №B23 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით 2012 წლის 17 აგვისტოს დაიწყო.
ტელეკომპანია „კავკასიის“ კუთვნილი მაუწყებლობის №B23 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების ისეთ ცვლილება განხორციელდა, რომლითაც კომპანია ზემოაღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადის თანამგზავრული სისტემის მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობით გავრცელებას შეძლებს.