„თავისუფალი საქართველოს“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ჯაბა ჯიშკარიანმა მიხეილ სააკაშვილს N15-ე საჯარო სკოლასთან დაკავშრებით ოფიციალური განცხადებით მიმართა.
მიმართვაში ნათქვამია, რომ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონში მდებარე N15-ე საჯარო სკოლა, დღეის მდგომარეობით, არის უმოქმედო, იქ არ მიმდინარეობს არც სასწავლო პროცესი და არც რაიმე სახის სამუშაოები.
ჯიშკარიანის განმარტებითვე, ამასთან, N15-ე საჯარო სკოლა არც განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ არის მითითებული სხვა სკოლებთან ერთად.
„როგორც საქართველოს პრეზიდენტს და კონსტიტუციის გარანტს, კონსტიტუციური უფლებების დამცველს, მათ შორის განათლების უფლაბაზე მოვითხოვთ, გვაცნობეთ, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონში მდებარე N15-ე საჯარო სკოლის ამჟამინდელი მდგომარეობა და სტატუსი; აგრეთვე, ინფორმაცია ამ სკოლის ქონების ამჟამინდელი მფლობელების შესახებ“, - ნათქვამია მიმართვაში.