კოალიციის „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლის ირაკლი მელაშვილის შეფასებით, Must Carry“-სა და „Must Offer“-ის პრინციპის გაგრძელებისადმი მხარდაჭერა ევროსაბჭოსა და აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან, ამ პრობლემის გადაჭრას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
„სხვადასხვა ორგანიზაციების და ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა ევროსაბჭო, იგივე აშშ-ის ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს, ოფიციალური წარმომადგენლების ოფიციალური მხარდაჭერა ამ პრინციპისა და პოზიციისადმი, რა თქმა უნდა, ამ პრობლემის გადაჭრას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, მაგრამ რას იზამს ხელისუფლება ვერ გეტყვით. იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ“, - განაცხადა მელაშვილმა.
მელაშვილის თქმით, ეს ერთგვარად ამ მოთხოვნისადმი მხარდაჭერაა.
„ყველა ხვდება, რომ ადამიანისათვის, რომელიც ორი თვის განმავლობაში ინფორმირებულია და მერე ორი თვე ამ ინფორმაციის შეწყვეტა აბსოლუტურად არასწორია. ზოგადად, ჩვენ რასაც ვითხოვთ ისაა, რომ ეს რეგულაციები საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე მოქმედებდეს“, - განაცხადა მელაშვილმა.
ცნობისთვის, კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ საკანონმდებლო ცვლილებების გზით შექმნას გარანტიები, რათა „must carry“-ისა და „must offer“-ის პრინციპების მოქმედება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე გაგრძელდეს.
ამასთან, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ლუკა ვოლონტემ ხელისუფლებას „Must Carry“-სა და „Must Offer“-ის პრინციპების გახანგრძლივებისკენ მოუწოდა.
როგორც ევროსაბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ლუკა ვოლონტემ განაცხადა, მასმედია საარჩევნო პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს, რადგან ის ამომრჩევლისთვის ინფორმაციის ძირითადი მიმწოდებელია.