ნატო-ს ელჩები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდებიან

ნატო-ს ელჩები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდებიან

ნატო-ს ელჩებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში ამ წუთებში მიმდინარეობს.

შეხვედრას 11 არასამთავრობო ორგანიზაციიის წარმომადგენლები ესწრებიან, რომელთა შორის არიან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები.

შეხვედრა დახურულ რეჟიმში ტარდება ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს ეცნობიან. 

სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრის შემდეგ ნატო-ს ელჩები ოპოზიციური პარტიების - "ქართული დასის", "ახალი მემარჯვენეების", "ქრისტიან-დემოკრატების", "რესპუბლიკელებისა" და "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებს შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ნატო-ს დელეგაცია იმყოფება, რომლის შემადგენლობაში ლიტვის ელჩი კესტუტის იანკაუსაკი, ესტონეთის ელჩი ლაური ლეპიკი და პოლონეთის ელჩის მოადგილე მიხაი მიარკა შედიან.