პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შენობაში „სკრინინგ ცენტრის“ პაციენტებს საქართველოს შეხვდა. შეხვედრაზე მყოფი ქალბატონების განცხადებით, მათ ჩაუტარდათ გამოკველევები და საქართველოს პირველმა ლედიმ ონკოავადმყოფები გაამხნევა, გაესაუბრა და მათ საჩუქრებიც-სახის მოვლის საშუალებები გადასცა.
ადგილობრივი მკვიდრის მაყვალა მოქიას განცხადებით პრეზიდენტის მეუღლემ მათ უთხრათ რომ არ ენერვიულათ, თუმცა მოქაიას განცხადებით, სულელი უნდა იყო რომ ამ პირობებში არ ინერვიულო. „უმუშევრები, უსახსროდ, როგორ არ ვინერვიულოთ, მაშინ სულელი უნდა იყო, რომ არ ინერვიულო. სანამ სამსახური მქონდა, მაშინ არ ვნერვიულობდი და პირიქით, სხვას ვუწყობდი ხელს“,-აღნიშნავს მოქაია.