“აჭარის მაღალმთიან რაიონებს განვითარება სჭირდება”, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გოდერძის უღელტეხილზე განაცხადა, სადაც სასტუმრო „პიაცა ალტას“ მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
მისი თქმით, მაღალმთიან აჭარაში სასტუმროს მშენებლობით შემოსავლის კარგი წყარო გაჩნდება და აღნიშნა, რომ სოფელ გომარდულსა და ქედლებში ორის სკოლა აშენდა, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი დასაქმდა.
„აქ 1000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება და მაღალმთიან აჭარაში შემოსავლის კარგი წყარო გაჩნდება. არ არსებობს მსოფლიოში მაღალმთიანი სათხილამურო კურორტი ასეთი მონაცემებით, სადაც ხალხი გაჭირვებით ცხოვრობს და არ იყოს დასაქმებული“ - განაცხადა სააკაშვილმა.
უცხოელებისთვის აკეთებს. მისივე განცხადებით, მთავრობა ყველაფერს უცხოელებისთვის კი არა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის აკეთებს, რადგან მათთვის სხვა პერსპექტივა არ არსებობს.
„ახალციხეში კარგი ადგილი გაკეთდა და ტურისტული მარშრუტი შეიქმნა. ვანში რომ მუზეუმს ვაკეთებთ, ის ტურისტული მარშრუტი ასევე, აჭარისთვისაა. მარშრუტის გაყოლებაზე ბიზნესი ჩნდება, უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის და უფრო მეტი ხალხი საქმდება“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სასტუმრო „პიაცა ალტას“ მშენებლობას დღეს გოდერძის უღელტეხილზე საფუძველი საქართველოს პრეზიდენტმა ჩაუყარა. პროექტის ფარგლებში, ორი 7 სართულიანი ნაგებობა აშენდება. მშენებლობის პირველი ეტაპი 2013 წელს დასრულდება.