საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მიზანი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე კონსულტაციების გამართვაა.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრები გამართა სენატორებთან,რესპუბლიკური პარტიის წევრებთან დევიდ ვიტერთან და ჯეიმს ინჰოფთან, ასევე წარმომადგენლობითი პალატის წევრ ჯო უილსონთან და კონგრესმენ რობ ვიტმენთან, რომლებიც შეიარაღებული ძალების კომიტეტს წარმოადგენენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს აშშ-საქართველოს შორის გაფორმებულ ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე, რომელიც თავდაცვის სფეროში გაღრმავებულ თანამშრომლობას გულისხმობს, კერძოდ, საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება, თავდაცვით საბრძოლო საინჟინრო სფეროში წვრთნა და განათლება, მხარდამჭერის ვერტმფრენების მიმართულებით წვრთნა და განათლება.
შეხვედრაზე კონგრესმენებმა და სენატორებმა მხარდაჭერა გამოხატეს ობამა-სააკაშვილის გეგმის იმპლემენტაციის კუთხით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გეგმის განხორციელება ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოების კუთხით და თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის მხრივ.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი სენატორებს შეხვდა - „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებს დევიდ ვიტერს და ჯეიმს ინჰოფს, ასევე წარმომადგენლობითი პალატის წევრს ჯო უილსონს და კონგრესმენს რობ ვიტმენს, რომლებიც შეიარაღებული ძალების კომიტეტს წარმოადგენენ.
სამინისტროს ცნობით, ამერიკელი ექსპერტები საქართველოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების დოქტრინის შემუშავებაზე დაიწყებენ მუშაობას, რომელშიც დეტალურად გაიწერება ამ მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებები.
შემდეგ ეტაპზე ამერიკელი ექსპერტების მიერ შემუშავებული დოქტრინის იმპლემენტაცია დაიწყება.
აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებია - ოპერატიული საჰაერო კონტროლისა და საჰაერო თავდაცვის სფეროში წვრთნა და განათლება; საბრძოლო თავდაცვითი საინჟინრო წვრთნა და განათლება; მხარდამჭერი ვერტმფრენების მიმართულებით წვრთნა და განათლება; სანაპირო დაცვის კონტროლის სფეროში წვრთნა და განათლება; სერჟანტებისა და უმცროსი ოფიცრების ინსტრუქტორების მომზადება ტაქტიკურ დონეზე; ბრიგადის მმართველობისა და შტაბის წვრთნა და განათლება.
თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის შესახებ და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტები მიმდინარე წლის იანვარში შეთანხმდნენ.