საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ ყვარლის რაიონულ შტაბში, „ქართული ოცნების“ ყვარლის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით ქევხიშვილმა და პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ვიქტორ ნეგაშვილმა ერთობლივი ერთობრივი განცხადება გააკეთეს.
„თავისუფალი საქართველოს“ ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატმა ვიქტორ ლეგაშვილმა იმავე რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის დავით ქევხიშვილის სასარგებლოდ, საპარლამენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
მისი თქმით, ქვეხიშვილი ახალგაზრდაა და რაიონისთვის უფრო მეტის გაკეთება შეუძლია.
„ქევხიშვილის შესაძლებლობები ჩემსას მეტად აღემატება. ის განათლებული ახალგაზრდაა და რაიონისთვის მეტი რამის გაკეთება შეუძლია. აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარესთან კახა კუკავასა და გენერალურ მდივან ალექსანდრე შალამბერიძესთან ერთად იქნა მიღებული“, - განაცხადა ლეგაშვილმა.