პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე სამრეკლოს ქუჩაზე სოციალურად დაუცველ ოჯახში მივიდა.
მისი თქმით, იაშვილების ოჯახის არც ერთი წევრი დასაქმებული არ არის, არ იღებს არანაირ დახმარებას; სახლი, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და ეს ადამიანები ყოველდღიურად ჭერის ჩამონგრევის მოლოდინში არიან.
„ჩვენ დღეს იაშვილების ოჯახს ვესტუმრეთ. მდგომარეობა, რომელიც აქ დაგვხვდა, ძალიან მძიმეა: უშემოსავლობა, უმუშვრობა და რაც მთავარია, ყოველდღიურად ჭერის თავზე ჩამონგრევის საშიშროების საფრთხის ქვეშ ყოფნა. გვინდა ხელისუფლებას ვუთხრათ, რომ ესეც თბილისია, რეალური და დღეს არსებული და ამასთან გვინდა მოვუწოდოთ: დაასრულოს ვირტუალურ ქალაქზე საუბარი და დაინახოს რეალური ქალაქი, რომელშიც რეალური ოჯახები ცხოვრობენ ადვილად დასანახი და ძნელად გადასაჭრელი პრობლემებით“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.