აშშ-ის საელჩოსთან და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ფონდ

აშშ-ის საელჩოსთან და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ფონდ "ქომაგის" ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდი "ქომაგის" ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან საქართველოში მშვიდობიანი აქცია გაიმართება.

როგორც From.ge - ს ფონდის თავმჯდომარე, ია მეტრეველმა განუცხადა,  "ქომაგი" და მისი ბენეფიციარები აშშ-ის ახალ ელჩს რიჩარდ ნორლანდს  და ევროკავშირის ელჩს ფილიპ დიმიტროვს წერილობით მიმართავენ, სადაც ისინი ელჩებს მათი კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობისაკენ მოუწოდებენ.

„მიმართვაში ჩვენ მათ ვთავაზობთ თანამშრომლობას. ხელისუფლება ფონდის მიმართ არაერთ დისკრედიტაციას ახორციელებს. ჩვენი ინფორმაციით, ეხლაც ჩვენი იმიჯის შემლახავი რაღაც მასალების გავრცელება იგეგმება. ამასთან დაკავშირებით, თუ კი რაიმე სახის შეკითხვები ექნებათ საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას, ჩვენ მზად ვარ ვუპასუხოთ“, - განაცხადა მეტრეველმა.

მეტრეველის განმარტებით, მიმართვას თანდართული აქვს დარღევების კონკრეტული ფაქტები, სადაც  დეტალურად არის წარმოდგენილი ის ზეწოლები და დარღვევები, რომელიც  როგორც ფონდის, ასევე კონკრეტული მოქალაქეების მიმართ განხორციელდა.

„ვფიქრობთ, ჩვენს მიმართვას დემოკრატიულად მიუდგებიან და ჩვენთანაც ითანამშრომლებენ. ჩვენ ამისათვის მზად ვართ“, - განაცხადა მან.

აქცია ამერიკის საელჩოსთან 14:00 საათზე, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან საქართველოში კი 16:00 საათზე გაიმართება.