მიუხედავად იმისა, რომ NASA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე 21 სექტემბერს მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ არაფერია ნათქვამი, დასავლური პრესის არა ერთი ინტერნეტგამოცემა ავრცელებს ვრცელ სტატიებს, რომელიც ქვეყნის აღსასრულს წინასწარმეტყველებს.
„NASA-ს მეცნიერები ამტკიცებენ, რომ 2012 წლის 21 სექტემბერს პლანეტა დედამიწას კატასტროფა ელოდება. კატასტროფას ანომალიური ამინდი გამოიწვევს, მზეზე მოხდება აფეთქებების სერია და კოსმოსში დიდი რაოდებით გაზი გამოვა, ის გაავარვარებს კოსმოსურ ატმოსფეროს. შედეგად, დედამიწაზე ძალიან ძლიერი გეომაგნიტური რყევები და ქარიშხლები დაიწყება. ყველა ძალისხმევა კატასტროფის შესაჩერებლად ამაო იქნება“– ვკითხულობთ გამოცემებში.
როგორც ცნობილია, მსგავსი მაგნიტური ქარიშხალი 1859 წელს უკვე იყო. მაშინ მრეწველობა მხოლოდ იწყებდა განვითარებას და ამიტომაც მსოფლიოს დიდი ზარალი არ უნახავს. დღეს კი ყველაფერი სხვაგვარადაა. მზის ამ „იერიშის“ შედეგად, დედამიწის არც ერთი მცხოვრები არ დაიღუპება, მაგრამ მისი შედეგები კატასტროფული იქნება და მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში მსხვერპლის ათვლა მილიონებზე ავა.
იმისათვის, რომ გეომაგნიტური ქარიშხალი დაიწყოს საჭირო მხოლოდ რამდენიმე წუთი იქნება. პირველ ეტაპებზე ადამიანები შეძლებენ ისეთი მოვლენის დანახვას, რომელიც გარეგნულად პოლარული ციალის მსგავსი იქნება, ოღონდ უფრო კაშკაშა. ამის შემდეგ, პროგნოზის მიხედვით, მწყობრიდან გამოვა ტრანსფორმატორები და ყველა ენერგოსისტემა. ელექტროენერგიის გარეშე დარჩება ასობით მილიონი ადამიანი. მწყობრიდან გამოვა წყლის, ნავთობისა და ბინებრივი აირის მილსადენები. გაჩერდება საავადმყოფოები. პროდუქტების საცავები. ამასთან, ენერგოსისტემის სწრაფი აღდგენა ვერ მოხერხდება, ვინაიდან დამწვარი ტრანსფორმატორები ახლებით იქნება შესაცვლელი, მათი საწარმოები კი გაჩერებული იქნება.
ინფორმაცია კოსმიიური ენერგიის ცენტრიდან ქალაქ ჰიუსტონიდან ვრცელდება, სოწრედ იქ ელოდებიან 21 სექტემბერს პირველ სიგნალს თანამგზავრიდან, რომელიც მზეს აკვირდება. „აღნიშნული სიგნალი კაცობრიობისთვის მაუწყებელი იქნება იმისა, რომ საფრთხე ძალიან ახლოსაა“ ნათქვამია სტატიაში.