სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის თქმით, საქართველოში მყოფი ნატოს ელჩები ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემოთი და მედიის ხელმისაწვდომობის საკითხით დაინტერესდნენ. ამის შესახებ მან დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, დიპლომატებმა ითხოვეს ინფორმაცია წინასაარჩევნო გარემოს კონკურენტულობის ხარისხის, წინასაარჩევნო პერიოდში მედიის საქმიანობისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობის შესახებ.
„ ელჩებმა მოითხოვეს ინფორმაცია ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენების დარიგების საკითხთან დაკავშირებით, ასევე, დაინტერესდნენ რამდენად აქვთ საარჩევნო სუბიექტებს თანაბარი პირობები საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად“, - განაცხადა მან.
დღესვე, სტუმრები, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან.