ბრიტანული პრესა ფართოდ მიმოიხილავს ამერიკის ელჩის ქრისტოფერ სტივენსის ბენღაზში მკვლელობის ფაქტს და აცხადებს, რომ „ეს არაბული გაზაფხულის მეორე მხარეა“.
Guardian-ის აზრით, რომ მართალია კადაფი და მუბარაქი დიქტატორები იყვნენ, მაგრამ მათ შეეძლოთ რადიკალი ისლამისტების შეჩერება და ისინი დიპლომატების მკვლელობებს და ამ არეულობებს არ დაუშვებდნენ.
„ისლამი უფრო მეტია აღმოსავლეთში, ვიდრე ეროვნულობის საკითხი. ეს მკვლელობა კი ცხადად ჰყოფს, რომ ამერიკა არაპოპულარულ ქვეყნად რჩება ამუსულმანურ სამყაროში , სადაც ერაყი, ავღანეთი და პალესტინა-ისრაელის დაუსრულებელი კონფლიქტი, შეუხორცებელ ჭრილობებად რჩება“,-წერს ბრიტანული გამოცემა.