BBC-ის ინფორმაციით, ფილმ „ისლამის უცოდველობის“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ საპროტესტო აქციები არაბულ ქვეყნებში არ წყდება.
ქაიროში დღეს ეგვიპტელებმა კიდევ სცადეს ამერიკის საელჩოზე თავდასხმა. ისინი საელჩოს ეზოში ქვებსა და ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე ბოთლებს ისროდნენ. დაჭრილია 13 სამართალდამცავი, რომელიც გუშინ დილიდან საელჩოს შენობას გაძლიერებულად იცავენ. პოლიცია იძლებული გახდა ცრემლსადენი გაზი გაეშვა და ჰაერში გაესროლა.
მოძრაობა „ძმებმა მუსულმანებმა“ თავის მომხრეებს მოუწოდა 14 სექტემბერს 5 საათიანი ლოცვის შემდეგ ისევ გამოვიდნენ ქუჩაში და საპროტესტო აქცია გამართონ.