ნატო-ს ელჩები ხვალ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს შეხვდებიან. შეხვედრა პარლამენტში შედგება.
ნატოს ელჩების ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო. ელჩები დღეს შეხვედრას გამართავენ სახალხო დამცველთან გიორგი ტუღუშთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. .
ვიზიტის ფარგლებში დიპლომატები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თორნიკე გორდაძეს შეხვდებიან.
ნატო-ს ელჩები შეხვედრას გამართავენ ქართული არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
გარდა ამისა, დაგეგმილია სტუმრების გორში ჩასვლაც, სადაც ისინი სამხედრო ბაზას დაათვალიერებენ და დევნილებს შეხვდებიან.