საერთაშორისო კვლევების ორგანიზაცია GFK საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით, არჩევნებზე ეგზიტპოლს ჩაატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ჭანტურია და კვლევითი კომპანია GFK-ს წარმომადგენელი ნიკ მუნი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
GFK საქართველოში ეგზიტპოლს უკვე მეორედ ატარებს. „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ კი, საარჩევნო ეგზიტპოლს უკვე მესამედ უკვეთავს. კონტრაქტის ღირებულება 230 000 აშშ დოლარს შეადგენს. კონტრაქტი არჩევნების დღეს ეგზიტპოლისა და სექტემბერში ორი სოციოლოგიური კვლევის ჩატარებას ითვალისწინებს.