„თავისუფალი საქართველოს“ ლენტეხის მაჟორიტარობის კანდიდატი ამირან გარდაფხაძე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გოგი ლიპარტელიანს კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდებს.
მისი განმარტებით, მან კონკურენტი გასულ კვირას დებატებში გამოიწვია, თუმცა აღნიშნა, რომ ეს შეთავაზება სახელისუფლებო პარტიის კანდიდატის მხრიდან უპასუხოდ დარჩა.
პარტიის ლენტეხის მაჟორიტარობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გაურბის მწვავე კითხვებს და სწორედ ამიტომ არიდებს თავს საჯარო დებატებს.
„სასაცილოა, ამ შეშინებულ ადამიანს როგორ წარმოუდგენია დააშინოს იმ კუთხის ხალხი, რომელმაც აგვისტოს ომის გმირი - ალეკო ონიანი აღზარდა. მის მიმართ გაგვაჩნია შემდეგი კითხვები: რატომ იგეგმება ექვსი ჰესის მშენებლობა ლენტენტეხის რაიონის ტერიტორიაზე რაც სოფლების დატბორვას და ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს? როგორც ბიზნესმენს ვეკითხებით, მისი დეპუტატობის ცხრა წლის განმავლობაში რატომ არ შექმნილა ლენტეხის რაიონში ერთი სამუშაო ადგილიც კი?
მისი დეპუტატობის ცხრა წლის განმავლობაში რატომ შემცირდა ლენტეხის მოსახლეობა 30%-ით და ამომრჩეველთა სიები კი 20%-ზე მეტით გაიზარდა. რატომ გაიქცა თავისი ქვეყანიდან ორჯერ დაჯავშნილი მერსედესით აგვისტოს ომის დროს და პატრიარქის მოწოდების მიუხედავად, მან როგორც ლენტეხის მოსახლეობის წარმონადგენელმა პარლამენტში, რატომ მისცა ხმა კანონს რელიგიური უმცირესობების შესახებ“, - გაანაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.
ამირან გარდაფხაძე გოგი ლიპარტელიანს მოუწოდებს, ვიდრე ყველაფერი ბოლომდე არ გამოაშკარავებულა, მოხსნას ლენტეხის მაჟორიტარობიდან საკუთარი კანდიდატურა!