ბრიუსელი და ვაშინგტონი პროვოკატორების როლში აღმოჩნდნენ, რომელთაც  საქართველოს ამ ომისკენ უბიძგეს

ბრიუსელი და ვაშინგტონი პროვოკატორების როლში აღმოჩნდნენ, რომელთაც საქართველოს ამ ომისკენ უბიძგეს

ისტორიკოს ალექსანდრე სკაკოვის აზრით, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ პოლიტიკოსებს,ექსპერტებსა და ისტორიკოსებს დაწვრილებით საუბარი არ სურთ და ისინი მხოლოდ ფაქტებსა და შედეგებზე საუბრობენ ან ჩუმად უვლიან გვერდს ამ მოვლენებს. ეს განცხადება ისტორიკოსმა აფხაზეთში  კონფერენციაზე „ომები კავკასიაში: ისტორიის გაკვეთილები“ გააკეთა.

„შეფასებები ამერიკაში, საქართველშიც და ჩვენთანაც სხვადასხვაგვარია. ჩემს მოხსენებაში კი საუბარია იმაზე რა იყო სინამდვილეში, რამ მიგვიყვანა ამ ომამდე და რა იყო მისი შედეგები“,-აცხადებს ისტორიკოსი.

სკაკოვის განცხადებით, ბრიუსელი და ვაშინგტონი აღმოჩნდნენ ამ ომის პროვოკატორების როლში.

„ეს ომი ეხება არა იმდენად სააკაშვილს და საქართველოს, რამდენადაც დასავლეთს. ბრიუსელი და ვაშინგტონი პროვოკატორების როლში აღმოჩნდნენ, რომელთაც  საქართველოს ამ ომისკენ უბიძგეს. ბუნებრივია, იმ ექსპერტებს, რომლებიც ევროპული დისკუსიის ფარგლებში არიან, სურთ ამ ომის დავიწყება, როგორც ნაღვლიანი და სამარცხვინო ფურცლისა მათ ბიოგრაფიაში“,-აცხადებს ისტორიკოსი.