ნიდერლანდებში მიმდინარე ვადამდელ არჩევნებში თავისუფლებისა და დემოკრატიის სახალხო პარტია მოქმედი პრემიერმინისტრის მარკ რიუტეს ხელმძღვანელობით ლიდერობს.
რიუტეს ლიბერალური პარტიის პროგრამა ორიენტირებულია ბრიუსელზე და ეს იმას ნიშნავს, რომ ის მხარს უჭერს მკაცრ ეკონომიკას. რიუტე ითხოვს ნიდერლანდების ბიუჯეტის 24 მილიარდი ევროთი შეკვეცას, საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას და ნიდერლანდებში უცხოური ბიზნესის დაწყების გაადვილებას.
შრომის პარტია, რომელსაც სათავეში დიდერიკ სამსომიმარტიდან ჩაუდგა, გაერთიანებული ევროპის მომხრეა, ის აგრეთვე ითხოვს შეძლებული მოქალაქეებისთვის გადასახადების 60%-მდე გაზრდას. სამსომმა ნიდერლანდელები ორატორობითაც მოხიბლა, სატელევიზიო დებატების შემდეგ, ქვეყნის 47%-მა მის პრემიერმინისტრობას დაუჭირა მხარი.