Euronews-ის ინფორმაციით, ტრიპოლის ქუჩებში ასობით ლიბიელი გამოვიდა, რომელთაც ბენღაზში ამერიკის საელჩოზე თავდასხმა გააპროტესტეს. „მე მუსულმანი ვარ და მე ტერორიზმის წინააღმდეგი ვარ!“-ამ ლოზუნგებით ლიბიელმა დემონსტრანტებმა ქუჩებში ჩაიარეს. ისინი ფილმის „ილამის უცოდველობის“ რეჟისორების დასჯას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ დიპლომატები აქ არაფერ შუაში არ არიან.
„ ფილმში მუჰამედის შეურაცხყოფას ჩვენ ყველა ვაპროტესტებთ, დამნაშავენი უნდა დაისაჯონ, მაგრამ არა დიპლომატიური მისია-დიპლომატები და თანამშრომლები არაფერ შუაში არ არიან“,-აცხადებენ ლიბიელები.
ფილმ „ისლამის უცოდველობაში“, რომელიც ებრაული წარმოშობის ამერიკელმა სემ ბეისლმა გადაიღო. ფილმზე სამუშაოდ მან ამერიკელი პასტორიტერი ჯონსი მიიწვია, რომელმაც ყურანის სახალხო დაწვით გაითქვა სახელი.ფილმში ისლამისტური რელიგია და მისი წინამძღოლი მუჰამედი ცუდადაა დანახული.
ფილმის გამოსვლამ საპროტესტო აქციები გამოიწვია ეგვიპტეში, ლიბიაში, ტუნისში, სუდანსა და ღაზას სექტორში.