დღეს, გამთენიისას საქართველოში ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ელჩების დელეგაცია ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან, სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში თორნიკე გორდაძესთან.
გარდა ამისა, ელჩები შეხვდებიან საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.
ასევე დაგეგმილია გორის სამხედრო ბაზის დათვალიერება და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან შეხვედრა.