BBC-ის ინფორმაციით, ოფიციალური პირების განცხადებით, რომლებიც ლიბიაში ამერიკის საელჩოზე თავდასხმის ფაქტს იძიებენ, არ არის გამორიცხული საელჩოზე თავდასხმა წინასწარ მომზადებული და კარგად დაგეგმილი ყოფილიყო. ამ დასკვნამდე გამომძიებლები თავდამსხმელთა კარგად დაგეგმილმა და პროფესიონალურმა ქმედებებმა მიიყვანა.
არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამ თავდასხმაში „ჯიჰადური დაჯგუფება“ მონაწილეობდა.
ბენღაზში ამერიკის საელჩოზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ამერიკის ელჩი ქრისტოფერ სტივენსი და საელჩოს კიდევ 3 თანამშრომელი.