საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიბიის ქალაქ ბენღაზიში შეერთებული შტატების მისიაზე განხორციელებული თავდასხმას გმობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, აშშ-ს მთავრობასა და ამერიკელ ხალხს ამ დიდი დანაკარგის გამო.
ამის შესახებ, საგარეო უწყება განცხადებას აქვეყნებს.
ქართული მხარე უერთდება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებებს და მკაცრად გმობს აშშ-ს წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მზადყოფნას, გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ცნობისთის, 11 სექტემბერს ქალაქ ბენღაზიში, აშშ-ს საკონსულოზე თავდასხმისას, აშშ-ს საელჩოს ოთხი თანამშრომელი, მათ შორის, ლიბიაში აშშ-ს ელჩი კრისტოფერ სტივენსი და საგარეო უწყების ოფიცერი შონ სმიტი დაიღუპნენ.