ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ხელისუფლებას სთხოვს განიხილოს მასთ ქერრის და მასთ ოფერრის მოქმედების პერიოდის გახანგრძლივების შესაძლებლობა.
„ჩვენი დელეგაცია მიესალმება იმ ფაქტს, რომ მედია გარემოში უფრო მეტი პლურალიზმია, რაც შედეგად მოჰყვა მასთ ქერრის და მასთ ოფერრის კანონმდებლობის მიღებას. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს მოთხოვნა არ ვრცელდება არჩევნების დღეზე და არჩევნების დასრულებიდან მეორე დღეზე“, - განცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ლუკა ვოლონტემ დღეს პარლამნეტში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, დელეგაცია ხელისუფლებას სთხოვს, რომ განიხილოს მასთ ქერრის და მასთ ოფერრის მოქმედების პერიოდის გახანგრძლივების შესაძლებლობა და გახდეს ეს მედია საშუალებებისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი, ხოლო მედიასაშუალებებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ამ პრინციპებს დაემორჩილონ ნებაყოფლობით სანამ საარჩევნო პროცესი საბოლოოდ არ დასრულდება.
„იმავდროულად ჩვენ გვესმის, რომ საკაბელო ტელევიზია მაინც და მაინც ფართოდ არ არის გავრცელებული საქართველოს რეგიონებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოიძიონ ყველა შესაძლო საშუალება იმისთვის, რომ იმ რეგიონებში, რომელსაც ხელი არ მიუწვდება საკაბელო ტელევიზიაზე გაუმჯობესდეს მედიაზე წვდომა“, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა. .
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ხუთი წევრისაგან შემდგარი დელეგაცია, ლუკა ვოლონტეს ხელმძღვანელობით საქართველოს 2 დღის წინ ჩამოვიდა.