საზოგადოებრივი კვლევითი ორგანიზაცია „Forsa“-ს პოლიტიკური და სოციოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის პიტერ მატუშეკის განცხადებით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა „Forsa“-ს „დემოკრატიის ფონდმა“ დაუკვეთა.
როგორც მატუშეკი აღნიშნავს, „დემოკრატიის ფონდი“ ყოფილი სენატორის მიერაა დაფუძნებული, თუმცა სენატორი ვინაობის მისთვის უცნობია.
მისი თქმითვე, კვლევის საველე სამუშაოები „ახალგაზრდა სოციოლოგთა და ფსიქოლოგთა ასოციაციამ“ ჩაატარა, თუმცა მატუშეკი ვერ აკონკრეტებს არის თუ არა ეს ორგანიზაცია კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მრჩევლის ზურაბ ბიგვავას მიერ დაარსებული.
„Forsa“-მ საზოგადოებრივი კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართა. კვლევა 17-დან 30 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 2008 რესპონდენტი პირდაპირი ინტერვიუს გზით გამოიკითხა.