ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პარტია „თავისუფალ საქართველოს“ და ქუთაისის საკრებულოს შორის არსებულ დავაზე სხდომა დღეს გაიმართა. დავა ეხებოდა პარტიის მოთხოვნას გაუქმებულიყო ქუთაისის საკრებულოს ბრძანება არჩევნებში მონაწილე სუბიქტებისთვის წინასაარჩევნო შეხვედრებისას შენობებისა და საარჩვენო ბეჭვდითი სააგიტაციო მასალების გასაკრავი ადგილები.
პარტიაში აცხადებენ, რომ მიუხედავათ იმისა, რომ საქალაქო სასამართლოს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლებმა სამართლებრივად დაუსაბუთეს ბრძანების გაუქმების მიზეზები, სასამართლომ არ გაიზიარა პარტიის მოთხოვნა.
პარტია „თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ის ნაციონალური მოძრაობის დანამატს წარმოადგენს.
„არჩვენები არ ყალბდება მხოლოდ არჩევნების დღეს - 1 ოქტომბერს, არჩევნები ქუთაისში უკვე გაყალბდა, როდესაც საკრებულომ სასამართლოს დასტურით პოლიტიკურ პარტიებს უარი უთხრა წინაარჩევნო შეხვედრებისთვის სხვადასხვა შენობების გამოყენებაზე და საარჩვენო ბეჭვდითი სააგიტაციო მასალებისთვის გასაკრავი ადგილების გამოყოფაზე“, - განაცხადა პარტიის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ზვიად წაქაძემ.