სოციოლოგიურმა და კვლევითმა ინსტიტუტმა, forsa-მ დღეს მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა.
პოლიტიკოსთა ნდობის რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი ლიდერობს. მას გამოკითხულთა 49% უცხადებს ნდობას. მეორე ადგილზე მოდის პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი 48%, მესამეზე კი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 47%-ით.ხუთეულში მოხვდნენ ასევე სოზარ სუბარი – 41%-ით, გიგი უგულავა 40%-ით.
რაც შეეხება პოლიტიკოსთა ნდობის რეიტინგში მოხვედრილ სხვა პოლიტიკოსებს, ის ასე გამოიყურება: ირაკლი ალასანია – 39%, მაია ფანჯიკიძე – 38%, გიორგი თარგამაძე – 31%, რუსუდან კერვალიშვილი – 30%, მიხეილ მაჭავარიანი - 25%, ნიკა რურუა – 24%, ჯონდი ბაღათურია – 20%, გიგა ბოკერია – 18%, კახა კუკავა – ასევე 18%, შალვა ნათელაშვილი - 16%, დავით გამყრელიძე – 16%, ნინო ბურჯანაძე – 13%.
ორგანიზაცია forsa-მ საზოგადოებრივი გამოკითხვა 17 აგვისტოდან 30 აგვისტომდე პერიოდში ჩაატარა. მის ფარგლებში 2008 რესპონდენტი პირდაპირი ინტერვიუს გზით გამოიკითხა, რესპონდენტები კი შემთხვევითი შერჩევის გზით შეირჩნენ.