ლიბიის ხელისუფლება ამერიკას ბოდიშს უხდის

ლიბიის ხელისუფლება ამერიკას ბოდიშს უხდის

ლიბიის ხელისუფლებამ ამერიკას ელჩის ქრისტოფერ სტივენსის მკვლელობისთვის ბოდიში მოუხადა, პასუხისმგებლობა კი ამ საკითხზე მთლიანად მუამარ კადაფის მომხრეებს დააკისრა.

„დარწმუნებულები ვართ, რომ ამ თავდასხმის უკან კადაფის მომხრეები დგანან, რომლებიც შეეცადნენ ეს შემთხვევა გამოეყენებინათ. ვფიქრობთ, რომ ეს არის მათი რეაქცია ას-სენუსის ექსტრადირებაზე“,-აცხადებენ ლიბიის ხელისუფლების წარმომადგენლები.

ლიბიის ხელისუფლება რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა მავრიტანიის ხელისუფლებისგან მუამარ კადაფის სპეცსამსახურების ხელმძღვანელის აბდალ-ას სენუსის გადაცემას. რამდენიმე ხნის წინ მავრიტანიამ ას-სენუსი ლიბიის ხელისუფლებას გადასცა.