ავღანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, YouTube დაბლოკეს, რათა მისი საშუალებით არ მოხდეს ფილმის „ისლამის უცოდველობის“ ნახვა. YouTube-ზე წვდომა მანამ იქნება შეუძლებელი, სანამ ვიდეოპორტალი თვითონ არ დაბლოკავს ფილმზე წვდომას.
ფილმმა უკვე გამოიწვია მძაფრი რეაქცია აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში. ქაიროში დემონსტრატები საელჩოს შენობაში შევარდნენ და დროშა დაწვეს, ბენღაზში კი ამ ფილმს ამერიკის ელჩის ქრისტოფერ სტივენსის სიცოცხლე შეეწირა.