თერჯოლის ცენტრში სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა 50-მდე შეიარაღებულმა სამხედრო პირმა გაიარა. ეს კადრები ინფო9-ის ჟურნალისტმა გადაიღო, თუმცა ჟურნალისტის შეკითხვებზე რომელი ქვედანაყოფის წარმომადგენლები იყვნენ, საიდან მოდიოდნენ ან ვინ იყო მათი მეთაური, სამხედროებმა პასუხის გაცემა არ ისურვეს.
ინფო9-მ ამ შეკითხვით , თუ რატომ გადაადგილდებოდნენ თერჯოლის ქუჩებში სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანები ფეხით, თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურსაც მიმართა, თუმცა ამ შეკითხვაზე პასუხი ვერც პრესსამსახურის უფროსის ნინო პოტრჟებსკაიასგან მიიღო. „შეკითხვა მეილზე გამოაგზავნეთ და გიპასუხებთ“,- განაცხადა პოტრჟებსკაიამ.