ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში განრისხებული ეგვიპტელები ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ და 11 სექტემბერის ტერაქტის აღსანიშნავად აღმართული დროშა ჩამოგლიჯეს, მის ადგილას კი შავი ისლამისტური დროშა აღმართეს. ადგილობრივმა სამართალდამცავებმა და საელჩოს დაცვამ ხალხის ტერიტორიიდან გაყვანა შეძლო. ამჟამად საელჩოს ტერიტორიას გაძლიერებული რაზმები იცავენ.
გუშინ გვიან ღამით ათასობით ქაიროელმა საპროტესტო აქცია გამართა და ამით გააპროტესტა ამერიკაში გამოსული ფილმი „ისლამის უცოდველობა“, რომელიც მუსლიმთა აზრით, მუჰამედის სახელსა და მათ რელიგიას შეურაცხყოფს.
პირველი ვერსიით, ეს ფილმი ამერიკაში ემიგრირებულმა ეგვპტელმა ქრისტიან-კოპტებმა გადაიღეს, ხოლო მეორე ვერსიით კი, ფილმის პროდიუსერი მერიკელი პასტორი ტერი ჯონსი გახლავთ, რომელმაც ამ წლის დასაწყისში ყურანი დაწვა.