საზოგადოებრივი კვლევითი ორგანიზაცია „Forsa“-ს გამოკითხულთა 43% პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილს, 33% კი ვანო მერაბიშვილს აირჩევდა. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.
გამოკითხვის თანახმად, პირდაპირი არჩევანის საშუალება რომ ჰქონდეს, გამოკითხულთა 43% პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილს აირჩევდა, 33% - ვანო მეერაბიშვილს,ხოლო 24%-მა შეკითხვაზე უარი განაცხადა, ან მასზე პასუხი არ იცის.
ცნობისთვის, „Forsa“-ს კვლევა მიმდინარე წლის 17-დან 30 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 2008 რესპონდენტი გამოიკითხა.