„მივესალმებით „must carry”-ის პრინციპს და მხარს ვუჭერთ მის გაგრძელებას არჩევნების შემდგომ პერიოდში“, - ამის შესახებ აშშ-ს უწყებათაშორისი დელეგაციის ხელმძღვანელმა, დემოკრატიის ადამიანის უფლებების დაცვისა და შრომის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ტომას მელიამ განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველოში მედია საკმაოდ ცოცხალი და დინამიურია.
„მივესალმებით, იმ საარჩევნო რეფორმებს, რომლებიც განხორციელდა გასულ წელს და რომელიც წინასარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისთვის მასმედიის ხელმისაწვდომობას გულისხმობს. მივესალმებით „must carry“-ის პრინციპს და მხარს ვუჭერთ მის გაგრძელებას არჩევნების შემდგომ პერიოდშიც, მაშინ როდესაც სავარაუდოდ დავების განხილვა მოხდება და მის შემდეგაც“, - განაცხადა მელიამ.