კანადელი მომღერალი ავრილ ლავინი მეხუთე სტუდიურ ალბომს წერს. როგორცBillboard -იუწყება ფირფიტაზე მუშაობა მალე დასრულდება და გაყიდვაში ის 2012 წლის ბოლოს, ან 2013 წლის დასაწყისში გამოვა.
ალბომზე მუშაობაში ავრილს კანადური ჯგუფის „Nickelback“-ის ვოკალისტი ჩედ კრიუგი ეხმარება. მათ ერთი საერთო სიმღერაც ჩაწერეს. უნდა აღინიშნოს, რომ 37 წლის კრეიგი და 27 წლის ლავინი დანიშნულები არიან და მალე ქორწილსაც გეგმავენ.
ავრილისთვის ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მუშაობაში შეყვარებული ეხმარება. მისი ყოფილი მეუღლე, ჯგუფ Sum 41-ის ლიდერი დერეკ ბიბლი, ავრილის 6 სიმღერისა და წინა ალბომის, „ Goodbye Lullaby“-ს გენერალური პროდიუსერი იყო.
რაც შეეხება„Nickelback“ მათუ ბოლო ალბომი „Here and Now“ 2011 წლის ნოემბერში გამოვიდა. ამჟამად ჯგუფის წევრები საგასტროლო ტურნეში იმყოფებიან და უახლესი კონცერტი 25-28 ოქტომბერს, მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში აქვთ დაგეგმილი.