„ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი, მანანა ნაჭყებია ზუგდიდის რაიონის სოფელ ძველი აბასთუმნის მოსახლეობას შეხვდა. მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა მთავარ პრობლემად დასაქმებას ასახელებს.
„მიუხედავად იმისა, რომ სოფელში არც გზაა, არც წყალი, მოსახლეობა მაინც დასაქმების პრობლემაზე საუბრობს. აქ არსებული ბუნებრივი რესურსი - ჩაი, ეთერზეთები, ხილი, მეცხოველეობა, რომელიც ამ სოფლისთვის პრიორიტეტი იყო, დღეს არ გამოიყენება. მოსახლეობა თვლის, რომ სოფლის მეურნეობა უნდა აღორძინდეს და მათთვის, ჩვენი პროგრამის პრიორიტეტები მნიშვნელოვანია", - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
მისივე თქმით, ყველაზე მთავარი, რაც ამ შეხვედრაზე გამოიკვეთა, ხალხის შეშფოთება იყო არჩევნების არა მშვიდობიან გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პარტიებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ხალხს სტაბილურობა და მშვიდობა უნდა და „არა დაპირისპირება და ქვების სროლა“.