AlexanderWang ქალისა და მამაკაცის ახალი სეზონის კოლექციას ახალი ვიდეორგოლებით წარმოადგენს.
ორ მინი-ფილმში, ორი ისტორიაა გადმოცემული, მისი მთავარი გმირები კი მსახიობი პენ ბეჯლი, ცნობილი სერიალიდან „ჭორიკანა“ და რუსი მოდელი კატი ნეშერი.
პირველ ფილმში, რომელიც მამაკაცის ახალ კოლექციას წარმოადგენს, ჩანს ბეჯლი, რომელიც პეკინის ქუჩებში მარტოდმარტო დასეირნობს, პარალელურად კადრში ჩანს ღამის კლუბური ცხოვრება, მაყურებელი ხედავს მუსიკოსებს, A$AP და Diplo, რომლებიც კლუბში უკრავენ და ადამაინებს რომლებიც შესაბამისად ერთობიან.
Wang-ის ქალის კოლექციას კატი ნეშერი შავ-თეთრ ტონალობაში გადაწყვეტილი ფილმით წარმოადგენს. კადრში მაყურებელი ხედავს მოდელს, რომელიც ფოტოსესიისთვის ემზადება.
მაკიაჟისა და ვარცხნილობის გაკეთების შემდეგ ის Alexander Wang-ის კაბას იცმევს და გადასაღებ მოედანზე გადის.