ევროკომისიის თავმჯდომარემ მანუელ ბაროზომ დღეს სტრასბურგში გამართულ სესიაზე განცხადა, რომ ევროკავშირი ერების ფედერაცია უნდა გახდეს.
„ევროკავშირი უნდა გაძლიერდეს. ჩვენ ეროვნული სახელმწიფოების ფედერაციის შექმნის მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ და მოდი, ნუ შეგვეშინდება ამ სიტყვის- არა იმპერია, არამედ ეროვნული სახელმწიფოების ფედერაცია, რომელიც ჩვენს საერთო პრობლემებს გადაჭრის, რომელიც ისე გადაანაწილებს სუვერენიტეტს, რომ თითოეულ ქვეყანასა და თითოეულ მოქალაქეს უკეთესად შეეძლება საკუთარი ბედის მართვა“,-განაცხადა ბაროზომ.
მანუელ ბაროზოს განცხადებით, ამ ფედერაციის ჩამოსაყალიბებლად ევროკავშირის საბაზო დოკუმენტების ცლილებაა საჭირო.