ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაქართველოში აცხადებს, რომ საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე სპეცოპერაციის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ ინფორმირებული იყო. ამის შესახებ ევროკაშირის სადამკვირვებლო მისიამ განცხადება გაავრცელა.
”ევროკაშირის სადამკვირვებლო მისია რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე სპეცოპერაციის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ ინფორმირებული იყო”, - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მჭიდროდ თანამშრომლობს და ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს. ამასთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სპეცოპერაციისას დაღუპული ქართველი სამართალდამცავების გამო მათ ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
"მისიის სახელით, ყველა თანამშრომელი, ისევე როგორც პირადად ჩემი სახელით, ვუცხადებ გულწრფელ სამძიმრის დაღუპულთა ოჯახებს”, - აცხადებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ანჟეი ტიშკევიჩი.