გურამ მაჭარაშვილი: „ახლები“ და ძველები - ნაცები ხომ ამბობებნ, რომ არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობასო, შეიძლება წინა დღეს დაურეკონ უცხოეთიდან და მიაცუნცულონ ცესკოში რეგისტრაციაზე

გურამ მაჭარაშვილი: „ახლები“ და ძველები - ნაცები ხომ ამბობებნ, რომ არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობასო, შეიძლება წინა დღეს დაურეკონ უცხოეთიდან და მიაცუნცულონ ცესკოში რეგისტრაციაზე

„ახლები“ ხომ ამბობენ და ძველები - ნაცები რომ არ მივიღებთო, შეიძლება წინა დღეს დაურეკონ უცხოეთიდან და მიაცუნცულონ რეგისტრაციაზე ცესკოში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა ცესკო-ს ინფორმაციას, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში რიგითი ნომრის მინიჭებას ეხება.

„ლელო“ და გახარია სულ რაღაც ორი თვის წინ ამბობდნენ ენის ჩლექვით, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ დაფიქრდებოდნენ და ასე შემდეგ. დღეს ამბობენ, რომ მიიღებენ მონაწილეობას, შეიძლება ერთი კვირის მერე თქვან, რომ აღარ მიიღებენ. „ახლები“ ხომ ამბობენ და ძველები - ნაცები რომ არ მივიღებთო, შეიძლება წინა დღეს დაურეკონ უცხოეთიდან და მიაცუნცულონ რეგისტრაციაზე ცესკოში. როგორც დაალაგებენ ამ 4 პარტიას, ისე იქნება, ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ჩამონათვალს, რომლებმაც ცესკო-ს მიმართეს რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში.

მარბიელი "შეიძლება წინა დღეს დაურეკონ და მიაცუნცულონ ცესკოში" შენთვის შეინახე, პროგნოზებისა და წინასწარი გათვლებისთვის შენი ტვინი მოწყობილი არაა; აკეთე რაც შეგიძლია: ლანძღე, დააბრალე
4 საათის უკან