შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაო შეხვედრა გამართა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა 

შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაო შეხვედრა გამართა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა 

შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც სამსახურის უფროსთან, თემურ მღებრიშვილთან და სახანძრო-სამაშველო ძალების რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრი მოინახულა, გაეცნო ბაზაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სიახლეებს, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის განკუთვნილი სახანძრო-სამაშველო მანქანები და სხვა სპეციალური ტექნიკა დაათვალიერა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან და დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრის დროს, მინისტრს, სამსახურის საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაცია წარედგინა. გეკა გელაძემ, თავის მხრივ, ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამომავლო პროექტების განხორციელებაში საკუთარი მხარდაჭერა დააფიქსირა.

გეკა გელაძემ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრიც მოინახულა და ადგილზე გაეცნო გადაუდებელი დახმარებისა და ოპერატიული მართვის უზრუნველსაყოფად მოქმედ ვიდეომეთვალყურეობის სისტემებს. ასევე, ოპერატორების მუშაობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.