პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სოფელ ლაფანყურეში ელოდებიან. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ლოპოტაში უკვე ჩავიდნენ. მათ ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდეს, სკოლის შენობასთან შეიკრიბნენ.
პრეზიდენტის ვიზიტი ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციას უკავშირდება, რომლის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შოთა ხიზანიშვილის განცხადებით, შეიარაღებულ დივერსანტთა 12-კაციანი ჯგუფიდან 11-ის გვამი გვამი ნაპოვნია და დაკრძალვა მათივე რელიგიური მრწამსის შესაბამისად მოხდება.
შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაციის განხორციელების დროს დაიღუპა შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი და დაიჭრა 5.